განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომ - სამსახური) დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლების/დათხოვნის საერთო რაოდენობა 2020 წლის, 2021 წლის და 2022 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების მიხედვით. (მაგალითად, პირადი განცხადება);
2
სამსახურში, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საერთო რაოდენობა 2020 წლის, 2021 წლის და 2022 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების/პენიტენციური დაწესებულებების მიხედვით;
3
განცხადებების საერთო რაოდენობა, რომლითაც სამსახურში, მათ შორის პენიტენციური დაწესებულებებში დასაქმებულმა პირებმა მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება. გთხოვთ რაოდენობა მოგვაწოდოთ წლების მიხედვით (2020, 2021, 2022 წლები); შენიშვნა: თუ წინამდებარე განცხადებაში მითითებულ სტატისტიკურ მონაცემებს სამსახური არ აწარმოებს მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ ფორმით როგორც ისინი მუშავდება. თუ თქვენ მიერ დამუშავებული მონაცემებიდან არ ირკვევა სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები, ან/და შეს
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი