განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ - სამსახური) სისტემაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლების/დათხოვნის საერთო რაოდენობა 2020 წლის, 2021 წლის და 2022 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების მიხედვით. (მაგალითად, პირადი განცხადება);
2
სამსახურის სისტემაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საერთო რაოდენობა 2020 წლის, 2021 წლის და 2022 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით;
3
განცხადებების საერთო რაოდენობა, რომლითაც სამსახურში დასაქმებულმა პირებმა მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება. გთხოვთ რაოდენობა მოგვაწოდოთ წლების მიხედვით (2020, 2021, 2022 წლები); შენიშვნა: თუ წინამდებარე განცხადებაში მითითებულ სტატისტიკურ მონაცემებს სამსახური არ აწარმოებს მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ ფორმით როგორც ისინი მუშავდება. თუ ამგვარ მონაცემებს არ აწარმოებთ ან, თქვენს მიერ დამუშავებული მონაცემებიდან არ ირკვევა სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები, ან/და შესაბამი
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი