განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 24 მაისს შევიდა ცვლილება და მე-9 მუხლს დაემატა მე-4 და მე-5 პუნქტები სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ამ განცხადებაზე პასუხის მომზადებამდე, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისიდან შესაბამის ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანილი პირთა საერთო რაოდენობა.
2
ამ განცხადებაზე პასუხის მომზადებამდე, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებიდან შესაბამის ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანილი პირთა საერთო რაოდენობა. შენიშვნა: თუ წინამდებარე განცხადებაში მითითებულ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აწარმოებს მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ სტატისტიკური მონაცემები მოგვაწოდოთ იმ ფორმით, როგორც აღრიცხავთ.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი