განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 24 მაისს შევიდა ცვლილება და დაემატა 301 მუხლი, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, მათ შორის სხვა ტერიტორიულ ერთეულში. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ამ განცხადებაზე პასუხის მომზადებამდე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 301 მუხლის შესაბამისად თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანილ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობა.
2
ამ განცხადებაზე პასუხის მომზადებამდე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 301 მუხლის შესაბამისად რამდენი მოსამსახურე იქნა გადაყვანილი თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე თანხმობით და რამდენი თანხმობის გარეშე.
3
ამ განცხადებაზე პასუხის მომზადებამდე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 301 მუხლის შესაბამისად, რამდენი მოსამსახურე იქნა გადაყვანილი თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე სხვა ტერიტორიულ ერთეულში („ტერიტორიულად სხვა ადგილას“).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი