განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
2022 წლის პირველ აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია. ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გაიმართა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებით შექმნილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომა. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომის ოქმი.
2
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომის აუდიო/ვიდეოჩანაწერი (არსებობის შემთხვევაში).
3
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომით მიღებული/დამტკიცებული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი ან/და ოფიციალური დოკუმენტი.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი