განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2021 წლის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი თანხებიდან: საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით (64 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ჩასატარებელი საახალწლო და წლის დასრულებასთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისათვის გაწეული ხაჯების ფარგლებში მომსახურებისა და პრუდუქტის შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები;
2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ჩამონათვალი, მათი მიზნობრიობის მითითებით;
3
საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს საერთაშორისო რეგიონალურ ფინანსურ და საბანკო ჰაბად პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობისათვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი