განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ნდობის ჯგუფის მიერ ჩატარებული სხდომების რაოდენობა;
2
ნდობის ჯგუფის რამდენ სხდომას ესწრებოდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებებიდან მოწვეული პირ(ებ)ი (დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თითოეულ სხდომაზე დამსწრე პირების რაოდენობა, უწყება ან/და სპეციალიზაცია);
3
მიმდინარე საქმეებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაზე რამდენჯერ მიიღო ნდობის ჯგუფმა უარი შესაბამისი უწყებებისგან (თითოეული უწყების მითითებით);
4
რამდენ შემთხვევაში მოსთხოვა ნდობის ჯგუფმა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ინფორმაციის წარდგენა, რამდენ შემთხვევაში მიიღო ინფორმაცია და რამდენ შემთხვევაში ეთქვა უარი მის მიწოდებაზე და რა საფუძვლით;
5
რამდენჯერ მიიღო ნდობის ჯგუფმა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმების გადაწყვეტილება;
6
შემოწმების მიზნით რამდენჯერ განახორციელა ნდობის ჯგუფის წევრ(ებ)მა ვიზიტი ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში. ასევე, შემოწმების მიზნით შერჩეული ნდობის ჯგუფის წევრების ვინაობა და მათ მიერ ჩატარებული შემოწმების თარიღები;
7
დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის საფუძველზე რამდენჯერ მიმართა ნდობის ჯგუფმა საგამოძიებო ორგანოს (სავარაუდო კანონდამრღვევი უწყების მითითებით);
8
რამდენ შემთხვევაში მიიჩნია ნდობის ჯგუფმა რომ ინფორმაცია უკანონოდ ან დაუსაბუთებლად არის დასაიდუმლოებული და მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ან პრემიერ მინისტრს (პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად).
9
სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე ნდობის ჯგუფის ზედამხედველობის პერიოდში, სააგენტოსთვის რეკომენდაციების წარდგენის ჯამური სტატისტიკა (რეკომენდაციის არ არსებობის შემთხვევაში მიუთითეთ რომ ნდობის ჯგუფს რეკომენდაციები არ გაუცია).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი