განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N23 დადგენილების შესაბამისად, 2021 და 2022 წლების საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების მიღების მიზნით წარდგენილი საპროექტო წინადადებების ასლები;
2
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N23 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის 2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე) დადგენილი დაფინანსების ლიმიტის ოდენობა და მისი ათვისების მაჩვენებლები;
3
2021 და 2022 წლების საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების მიღების მიზნით წარდგენილი იმ საპროექტო წინადადებების ჩამონათვალი, რომლის დაფინანსებაზე მუნიციპალიტეტს ეთქვა უარი, უარის მიზეზის მითითებით.
4
2021 და 2022 წლებში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N23 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტიდან სამინისტროს და რწმუნებულის მიერ პროექტის (პროექტების მიხედვით) მიმდინარეობის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტების ჩამონათვალი და პროექტების (პროექტების მიხედვით) ადგილზე დათვალიერების თარიღები.
5
2021 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების ჩამონათვალი (მომსახურების მომწოდებელი საზედამხედველო კომპანიის სახელწოდება და მომსახურების ღირებულება, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელწოდება და ღირებულება, რომელზეც შესყიდულია საზედამხედველო მომსახურება);
6
2021 წელს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც არ მომხდარა საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა (ინფრასტრუქტურული პროექტის სახელწოდების და ღირებულების მითითებით);
7
2021 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო კომპანიების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების თარიღები და პროექტების მიხედვით მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების ჩამონათვალი;
8
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევებზე, 2021 წელს მომწოდებელი კომპანიებისთვის დაკისრებული საჯარიმო სანქციების ჩამონათვალი (მომწოდებელი კომპანიის სახელწოდება და სანქციის ოდენობა, პროექტის სახელწოდება და ღირებულება, ვადაგადაცილების პერიოდი);
9
2021 წელს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილებების მონაცემთა ბაზა ( პროექტის სახელწოდება, კომპანიის სახელწოდება, ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ცვლილებ(ებ)ის თარიღ(ებ)ი, ცვლილების მიზეზი (საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, მიწოდების ვადების გადაწევა და სხვა);
10
2021 წელს მუნიციპალიტეტის მიერ პრივატიზირებული მუნიციპალური ქონების ჩამონათვალი (ქონების დასახელება, პრივატიზაციის თანხა და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ შეფასებული ქონების ღირებულება);
11
2019-2021 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მერიის თანამშრომლებზე გაცემული სოციალური დახმარებების ჩამონათვალი (სოციალური დახმარების გაცემის თარიღი, მისი მიზნობრიობა და თანხა) თანამდებობის პირების შემთხვევაში სახელის და გვარის მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი