განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს პროკურატურამ 2021 წლის 14 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც განაცხადა, რომ იგი მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან წინამდებარე საქმის ფარლებში . აქედან გამომდი
1
რამდენი პირის მიმართ იქნა წაყენებული ბრალი;
2
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომელთა საფუძველზეც მოხდა ბრალის წაყენება
3
რამდენი პირის მიმართ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება (აღკვეთის ღონისძიების სახეების მითითებით)
4
რამდენი პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა
5
რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა
6
რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი ან/და გამამართლებელი განაჩენი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი