განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ სტატისტიკა 2021 წლიდან 2022 წლის I კვარტლის ჩათვლით შემდეგი სახით:
1
სულ ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განხილული შუამდგომლობების რაოდენობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიხედვით, ჩაშლილად
2
სტატისტიკური მონაცემები თითოეული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიხედვით, საქმის შედეგის მითითებით, მათ შორის, რამდენი შუამდგომლობა შეეხებოდა გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და რამდენი ცნო სასამართლომ კანონიერად, წლების მიხედვით ჩაშლილად (კერძოდ, თითოეულ სასამართლოში თითოეულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე შემოსული შუამდგომლობის რიცხვი, რამდენი დაკმაყოფილდა, რამდენს უარი ეთქვა, მათ შორის, რამდენი შეეხებოდა ფარული საგამოძიებო მო
3
სტატისტიკური მონაცემები სულ რაიონული(საქალაქო) სასამართლოების მიერ განხილული თითოეული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ, ასევე გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობების რაოდენობა დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით საქმის შედეგის მითითებით, წლების მიხედვით ჩაშლილად (თითოეულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე რამდენი შუამდგომლობა შემოვიდა, რამდენი დაკმაყოფილდა, რამდენს უარი ეთქვა, მათ შორის, რამდენი შუამდგომლობა შეეხება ვადის გაგრძელ
4
სტატისტიკური მონაცემები სასამართლოს მიერ განხილული თითოეული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ (სატელეფონო მიყურადება, ფარული ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა და ა.შ), ასევე გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობების რაოდენობა დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით თითოეულ სასამართლოში (მაგალითად, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ) საქმის შედეგის მითითებით, წლების მიხედვით ჩაშლილად (თითოეულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე რამდენი შუამდგომლობა შ
5
რამდენ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შეწყვეტის, შედეგების გაუქმების და მის შედეგად მოპოვებული მასალის/ინფორმაციის განადგურების შესახებ
6
საერთო სასამართლოებში (სასამართლოს მითითებით) რამდენჯერ შევიდა პროკურორის შუამდგომლობა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისათვის მიწოდების გადავადების თაობაზე (რამდენი დაკმაყოფილდა, რამდენს ეთქვა უარი)
7
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავდა ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განადგურდა.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი