განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემთხვევათა რაოდენობა და მათ შორის, რამდენი პირის მიმართ განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, რამდენ პირს ეცნობა, რომ მათ მიმართ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება
2
ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შედეგად, რამდენი პირი იქნა დაკავებული, რამდენ პირს წარედგინა ბრალი და რამდენ საქმეზე გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი
3
რამდენ შემთხვევაში მიიღო პროკურორმა ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
4
რამდენ შემთხვევაში მიიღო პროკურორმა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების შესახებ გადაწყვეტილება
5
რამდენ შემთხვევაში ეცნობა პირს მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, ასევე, გადაეცა შესაბამისი განჩინება და მასალა
6
რამდენ შემთხვევაში მიიღო პროკურორმა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებიდან 12 თვის ვადაში პირს არ აცნობოს მის მიმართ ამ მოქმედების ჩატარების შესახებ
7
სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ინფორმირების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი მომართვებზე (სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის 291-ე გვერდი: “…ვინაიდან დადგინდა, რომ არც ერთი მათგანის მიმართ არ იყო განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის თაობაზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ინფორმირების ვალდებულება იქნებოდა წარმოშობილი, სამსახურში წარმოდგენილი მომარ
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი