განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის N115 ბრძანებით დამტკიცებული - „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის საქმიანობის წესის - მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, 2020-2021 წლებში (ცალ-ცალკე) რამდენი სხდომა იქნა გამართული აღნიშნული კომისიის მიერ;
2
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარმოდგენილი წევრების ჩამონათვალი, რომლებმა 2016-2021 წლებში მიიღეს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;
3
კომისიის საქმიანობის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ა ქვეპუნქტის მიხედვით შეიქმნა თუ არა იმ პირთა რეესტრი რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან;
4
კომისიის საქმიანობის წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2016-2021 წლებში (ცალ-ცალკე) რამდენი პირის შესახებ მონაცემები იქნა შეტანილი რეესტრში, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან;
5
კომისიის საქმიანობის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის მიხედვით, 2018-2021 წლებში უფლებამოსილი პირებისთვის მიმართვების (კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკისა და კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების აღმოფხვრის მიზნით) ჩამონათვალი (მიმართვის თარიღის, მიმართვის ადრესატი უფლებამოსილი პირის და იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის მითითებით);
6
არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ, ამ კომისიის 2020, 2021 წლების საქმიანობის ანგარიშები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი