განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს თვითშეფასების ჩამონათვალი, რომელიც შემუშავებულია გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC) განხორციელების შეფასების პირველი და მეორე რაუნდის ფარგლებში. თუ ეს დოკუმენტები ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე, გთხოვთ, წარმოადგინოთ ისინი ყველა ხელმისაწვდომ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტები უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია ონლაინ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ მათ ბმულ(ებ)ი.
2
UNCAC-ის იმპლემენტაციის შესახებ პირველი და მეორე რაუნდის საქართველოს სრული მიმოხილვის ანგარიშები. თუ ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ დოკუმენტები ყველა ხელმისაწვდომ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტები უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია ონლაინ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ მათ ბმულ(ებ)ი.
3
მონაწილეობდნენ/წვლილი შეიტანეს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან სხვა არასახელმწიფო აქტორების წარმომადგენლებმა UNCAC-ის იმპლემენტაციის მიმოხილვის პირველ და მეორე რაუნდში? a. დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ იმ ორგანიზაციების, დაწესებულებების, არასახელმწიფო აქტორების სია, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს / შეიტანეს წვლილი აღნიშნულ პროცესებში, მათ შორის, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ შეფასების რომელ რაუნდში მონაწილეობდა შესაბამისი პირი ან ორგანიზაცია. b.
4
ინფორმაცია UNCAC-ის შეფასების მეორე რაუნდის მიმდინარე სტატუსთან/ეტაპთან დაკავშირებით.
5
სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (დეპარტამენტი, ორგანიზაცია და ელექტრონული ფოსტა) UNCAC-ის საკონტაქტო პირისა მთავრობის მხრიდან (პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს UNCAC-ის იმპლემენტაციის შეფასების მეორე ციკლს).
6
ინფორმაცია და ნებისმიერი შესაბამისი დოკუმენტი იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელებული იქნა UNCAC-ის იმპლემენტაციის შეფასების პროცესის პირველ და მეორე რაუნდში მიღებული დასკვნებისა და რეკომენდაციების განხილვის, შესრულებისა თუ განხორციელების მიზნით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი