განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წლის პირველი იანვრიდან დღემდე (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) სააგენტოში წარდგენილი ყველა იმ განცხადებათა/მოთხოვნათა რაოდენობა, რომლითაც განმცხადებლები ითხოვდნენ რეაგირებას სამედიცინო დაწესებულებებში მომხდარ გარემოებებთან დაკავშირებით. (ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, იდენტიფიცირებული მონაცემი მოგვაწოდოთ ჩაშლილად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების მიხედვით).
2
სტატისტიკური ინფორმაცია პირველ პუნქტში იდენტიფიცირებულ განცხადებებზე რეაგირების შესახებ (რამდენ განცხადებაზე დასრულდა წარმოება და რამდენი განცხადებაა შესწავლის პროცესში).
3
განცხადებათა შედეგების სტატისტიკა (ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ).
4
რამდენჯერ გადაიგზავნა საქმე სამართალდამცავ ორგანოებში დანაშულის ნიშნების არსებობის გამო.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი