განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
პანდემიის ფარგლებში არსებული გამოწვევების შესაბამისად, განათლების სფეროში მომუშავე პერსონალის გადამზადებასთან დაკავშირებით ჩატარებული ტრენინგების ჩამონათვალი, ტრეინინგის შინაარსის (სილაბუსის), ტრენინგის გამართვის თარიღის, ტრენინგის ხანგრძლივობის, მონაწილეთა რაოდენობის, რეგიონის და გაწეული ხარჯის მითითებით;
2
პანდემიის ფარგლებში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის შესყიდვაზე გაწეული ხარჯები, თვეების და აღნიშნული ტექნიკის მიმღების (საჯარო სკოლების შემთხვევაში რეგიონების მიხედვით) მიხედვით,
3
პანდემიის ფარგლებში სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები (სასწავლო დაწესებულების დეზინფექცია, პირბადეებით მომარაგება, COVID-19-ზე ტესტირების ჩატარება და სხვა) თვეების და გაწეული ხარჯების მითითებით;
4
დისტანციური სწავლების ფარგლებში, საჯარო სკოლის მასწავლებლების ინტერნეტით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები, რეგიონების და თვეების მიხედვით.
5
პანდემიის ფარგლებში, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით განხორციელებული სხვა ღონისძიებების (წინამდებარე წერილის 1-4 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის გარდა) ჩამონათვალი, ღონისძიების ზოგადი აღწერით, განხორციელების თარიღის და გაწეული ხარჯის მითითებით;
6
2021 წელს განათლების სფეროს მხარდაჭერის მიზნით მიღებული საერთაშორისო დაფინანსება (სესხი და გრანტი ცალ-ცალკე) და მის ფარგლებში გაწეული ხარჯების ჩამონათვალი თვეების მიხედვით, აღნიშნული პროგრამების ხანგრძლივობის მითითებით;
7
პანდემიის ფარგლებში სასწავლო პროცესის რეგულაციებთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტების ასლები;
8
მოსწავლეების და მასწავლებლების მიერ (ცალ-ცალკე) საჯარო სკოლებში წარდგენილი განცხადებების რაოდენობა, რომლის მიხედვით მათ ეცნობათ რომ ვერ ახერხებდნენ დისტანციური სწავლების პირობებში სასწავლო პროცესში ჩართვას და მსგავსი განცხადებების მიხედვით მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია;
9
2019-2022 წლებში (ყოველი თვის მდგომარეობით), ცალ-ცალ სამინისტროში და საჯარო სკოლებში, დასაქმებული ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტების რაოდენობა.
10
განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ან/და სხვა კომპენტენტური უწყებებიდან მიღებული რეკომენდაციები, რომლებიც ეხება სკოლის მოსწავლეების (ასაკის მიხედვით) მიერ კომპიუტერთან გატარებული დროის ხანგრძლივობას;
11
ბოლო 10 წლის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის (ცალ-ცალკე) დარიგებული კომპიუტერების რაოდენობა რეგიონების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი