განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
2021 წლის დეკემბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის CSS (The Arbitration Institute of the Stockholm Chamber of Commerce (SCC))-ის მიერ დაკმაყოფილდა საჯარო სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო“-სა და სააქციო საზოგადოება „თელასის“ სარჩელი (IN THE MATTER OF AN ARBITRATION UNDER THE RULES OF THE ARBITRATION INSTITUTE OF THE STOCKHOLM CHAMBER OF COMMERCE) . აღნიშნულ სარჩელში მოსარჩელეების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად იდენტიფიცირებულია მ
1
1. საქართველოს მთავრობასა და საჯარო სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო“-ს შორის გაფორმებული 2013 წლის 31 მარტით დათარიღებული მემორანდუმი ელექტროენერგიის სექტორში თანამშრომლობის განვითარებისა და წინარე შეთანხმებათა იმპლემენტაციის შესახებ (Memorandum on the Development of Cooperation in the Electric Power Sector and the Implementation of Previous Agreements).
2
ნებისმიერი სხვა მემორანდუმი თუ მემორანდუმის ტიპის ხელშეკრულება, რომელიც 2000 წლის შემდგომ გაფორმებულია საქართველოსა და საჯარო სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო“-ს ან/და სააქციო საზოგადოება „თელასს“ შორის (გაფორმებული 2000 წლის შემდგომ) .
3
ამგვარ მემორანდუმთა საერთო რაოდენობა და ძირითადი იდენტიფიკატორები (გაფორმების თარიღი, მოქმედების ვადა, ხელმომწერი მხარეები).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი