განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
შესაბამისობის აუდიტის განხორციელების პროცესში ა(ა)იპ რაგბის კავშირთან გაგზავნილი და მიღებული წერილების (დანართებით) ასლები;
2
ა(ა)იპ რაგბის კავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა და დღეის მდგომარეობით მათი შესრულების სტატუსი;
3
თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ა(ა)იპ რაგბის კავშირის მიერ საბიუჯეტო ხარჯვის 2014-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის“ სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის შემდეგ დამდგარი შედეგები (დაიწყო თუ არა სისხლის სამართლის საქმისწარმოება, რა ეტაპზეა ამჯერად გამოძიება და რა შედეგებია დამდგარი).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი