განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2019-2021 წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში წარდგენილი პეტიციები და პეტიციების სტატუსი;
2
2019-2021 წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში მოქალაქეების ან/და მოქალაქეთა ჯგუფების მხრიდან წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის, ინფორმაცია კანონპროექტად დარეგისტრირებული ინიციატივების თაობაზე;
3
2019-2021 წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში მოქალაქეების ან/და მოქალაქეთა ჯგუფების მხრიდან წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები, მათ შორის, ინფორმაცია კანონპროექტად დარეგისტრირებული საკანონმდებლო წინადადებების თაობაზე;
4
2019-2021 წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილი მიმართვები პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მოქალაქეთა ან/და მოქალაქეთა ჯგუფების დასწრების თაობაზე;
5
ინფორმაცია 2019-2021 წლების განმავლობაში კომიტეტების სხდომებზე მოქალაქეთა დასწრების თაობაზე, მათ შორის, კომიტეტების ინიციატივით კომიტეტის სხდომებზე მოწვეული ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობისა და ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, კომიტეტების სხდომებზე დასწრების სურვილით პარლამენტში შესული განცხადებების რაოდენობის შესახებ;
6
ინფორმაცია 2019-2021 წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში შექმნილი კომიტეტის სამუშაო ჯგუფების თაობაზე;
7
ინფორმაცია 2019-2021 წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის/პარლამენტის წევრისადმი მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მხრიდან განცხადებით მიმართვის თაობაზე;
8
ინფორმაცია 2019-2021 წლების განმავლობაში პარლამენტის ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობის თაობაზე;
9
ინფორმაცია 2019-2021 წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესული განცხადებები;
10
ინფორმაცია 2019-2021 წლების განმავლობაში მოქალაქეთა მიერ კანონპროექტებთან დაკავშირებით წარმოდგენილ შენიშვნებთან/კომენტარებთან და პარლამენტის მხრიდან უკუკავშირის თაობაზე.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი