განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N629 დადგენილების „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ აღსრულებასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია: • მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმ უწყებების ჩამონათვალი საიდანაც 2020-2022 წლებში (ცალ-ცალკე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოით
2
• მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2020-2022 წლებში (ცალ-ცალკე) საჯარო უწყებების მიერ მთავრობის ადმინისტრაციისთვის წარმოდგენილი წლის მანძილზე შესამუშავებელი პოლიტიკის დოკუმენტების გეგმების ცხრილები;
3
• მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, 2020-2022 წლებში (ცალ-ცალკე) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმები;
4
• მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2020-2022 წლებში (ცალ-ცალკე) მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტებზე თანდართული საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიშები;
5
• მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2020-2022 წლებში იმ პოლიტიკის დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებზეც გაიცა დადებითი დასკვნა ან ცვლილებების შესახებ დასკვნა;
6
• მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, 2020-2022 წლებში იმ პოლიტიკის დოკუმენტების ჩამონათვალი რომლებზეც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ განახორციელა მონიტორინგის ანგარიშების შეფასება;
7
• მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, 2020-2022 წლებში იმ პოლიტიკის დოკუმენტების ჩამონათვალი რომლებზეც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ განიხილა შეფასების შუალედური და საბოლოო ანგარიშები;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი