განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხა დასაქმებული პირების პოზიციების, რაოდენობისა და ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობის მითითებით;
2
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა;
3
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) შრომის ანაზღაურებაზე (სარგო, პრემია, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯები;
4
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) ხელმძღვანელის და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურებაზე (სარგო, პრემია, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯები;
5
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები;
6
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები;
7
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) მივლინებებზე (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯები;
8
დღეის მდგომარეობით ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი; (ავტომობილის მოდელის, ავტომობილის გამოშვების წელის, შესყიდვის თარიღის, შესყიდვის ფასის და ნარჩენი ღირებულების მითითებით).
9
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე) გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა, გათავისუფლების მიზეზების მიხედვით;
10
2019-2022 წლებში კანონიერ ძალაში შესული, თქვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების ჩამონათვალი, დავის საგნის და დაკისრებული პასუხისმგებლობის მითითებით (მათ შორის დაკისრებული და ანაზღაურებული თანხის ოდენობა);
11
დღეის მდგომარეობით მიმდინარე სასამართლო დავების ჩამონათვალი, დავის საგნის და დღეის მდგომარეობით არსებული სასამართლო ინსტანციის მითითებით;
12
ორგანიზაციაში ჩატარებული ბოლო ინვენტარიზაციის თარიღი და შედეგები: გამოვლენილი დანაკლისის, ზედმეტობის და დაზიანებული აქტივების ჩამონათვალი, საბალანსო ღირებულების მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი