1
2022 წელს (საწყის 9 თვეში) თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული ფულადი ჯილდოების და სახელფასო დანამატების (ცალ-ცალკე) ოდენობა თვეების მიხედვით;
2
დღეის მდგომარეობით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრი, სადაც ასახულია ხელშეკრულების საგნის (სამუშაო პოზიციის) და განსაზღვრული ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
3
დღეის მდგომარეობით მოქმედი იმ შრომითი ხელშეკრულების ასლი, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს შორის, ყველაზე დიდი შრომის ანაზღაურება;
4
2022 წელს მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები და მათი ბიოგრაფიული მონაცემები (CV);
5
2022 წელს ყველაზე დიდი ხარჯის მქონე სარესტორნო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის ასლები (ჩეკი ან/და ინვოისი);
6
2022 წელს განხორციელებული ყველაზე დიდი ხარჯის მქონე მივლინების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, რის საფუძველზეც ანაზღაურდა გაწეული ხარჯი;
7
2022 წელს სარეკლამო მომსახურების შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;
8
დღეის მდგომარეობით ბალანსზე არსებული ავტომობილების ჩამონათვალი რომელიც უზრუნველყოფს ხელმძღვანელისა და მის მოადგილეების (ცალ-ცალკე) გადაადგილებას (ავტომობილის მოდელი, გამოშვების წელი, შესყიდვის წელი და ღირებულება);
9
2022 წელს (საწყის 9 თვეში) ბალანსზე რიცხული ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ჩამონათვალი, შესყიდული საქონლის/მომსახურების დასახელების და მიმწოდებელი კომპანიის მითითებით;
10
2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე) შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო თქვენი უწყების ბალანსზე არსებულ ავტომობილებზე გამოწერილი ვიდეო ჯარიმების და დაკისრებული საჯარიმო თანხის საერთო ოდენობა;
11
2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) ბიუჯეტიდან თანამშრომლებზე გაცემული სოციალური დახმარებების ჩამონათვალი (სოციალური დახმარების გაცემის თარიღი, მისი მიზნობრიობა და თანხა) თანამდებობის პირების შემთხვევაში სახელის და გვარის მითითებით;
12
უწყებაში განხორციელებული ბოლო ინვენტარიზაციის თარიღი და შედეგები: გამოვლენილი დანაკლისის, ზედმეტობის და დაზიანებული აქტივების ჩამონათვალი, საბალანსო ღირებულების მითითებით;
13
2021-2022 წლებში ჩატარებული შიდა აუდიტორული ანგარიშები;
14
2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე) გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა, გათავისუფლების მიზეზების მიხედვით;
15
მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით გათვალისწინებული პოზიციების და დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა;
16
დღეის მდგომარეობით არსებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, თითოეულის ვაკანტურობის ხანგრძლივობის მითითებით;
17
2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია, დახურული, შიდა და გამარტივებული (ცალ-ცალკე) კონკურსების და მათში მონაწილეთა რაოდენობა (მათ შორის გთხოვთ მიუთითოთ რამდენ მათგანს ესწრებოდა საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი მონიტორინგის მიზნით);
18
2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) ჩაშლილი და შეწყვეტილი კონკურსების (ღია, დახურული, შიდა და გამარტივებული ცალ-ცალკე) რაოდენობა, მისი ჩაშლის და შეწყვეტის საფუძვლების მიხედვით;
19
2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) შიდა კადრის დანიშვნით დასრულებული ღია და დახურული კონკურსების რაოდენობა (მათ შორის გთხოვთ მიუთითოთ რამდენ მათგანს ესწრებოდა საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი მონიტორინგის მიზნით);
20
2021-2022 წლებში საპრეტენზიო კომისიაში და სასამართლოში (ცალ-ცალკე) კონკურსის შედეგების გასაჩივრების შემთხვევების რაოდენობა, დამდგარი შედეგების მიხედვით;
21
2020-2022 წლების განმავლობაში თქვენი უწყების მონაწილეობით (სადაც თქვენი უწყება იყო სასამართლო დავის მხარე) მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებების ასლები შრომით/დასაქმებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სასამართლო დავებზე (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ხოლო თუ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული შესაბამის დავაზე სასამართლოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილება). ასევე, ამგვარი დავების საერთო რაოდენობა, რომლებზეც სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება;
22
2022 წელს გადაუდებელი აუცილებლობით ან ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარებისთვის განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების ფარგლებში, თქვენი უწყების ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან ბაზრის კვლევის მიზნით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები.