განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2014-2021 წლების განმავლობაში სახელმწიფო მუზეუმებისთვის განხორციელებული შემოწირულობების საერთო რაოდენობა, ჩაშლილი წლების მიხედვით (შემომწირველების სახელის/სახელწოდებისა და თანხის მოცულობის მითითებით).
2
2014-2021 წლების განმავლობაში სახელმწიფო მუზეუმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული სახსრების საერთო რაოდენობა (ჩაშლილი წლების მიხედვით);
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი