განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ-ცალკე) მკვლევრების რაოდენობა რომლებსაც ეთქვათ უარი სამკითხველო დარბაზში დაშვებაზე ცენტრალურ და რეგიონულ არქივებში (არქივის მითითებით და მკვლევარის მოქალაქეობის მითითებით);
2
2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ-ცალკე) თემატიკის/საარქივო ფონდების ჩამონათვალი, რომლებზეც აღნიშნულმა მკვლევარებმა გააკეთეს განაცხადი არქივში მუშაობაზე;
3
2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე მკვლევარისთვის სამკითხველო დარბაზში დაშვებაზე უარის თქმის იურიდიული საფუძვლების სტატისტიკა წლების მიხედვით ჩაშლილად (სტატისტიკა მოგვაწოდეთ იმგვარად, რომ ირკვეოდეს უარის თქმის თითოეული იურიდიული საფუძველი რამდენჯერ იქნა გამოყენებული). შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ ეროვნული არქივი ინფორმაციას არ ამუშავებს წინამდებარე განცხადებაში მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტები (წერილობითი განცხადებები, დაშვებაზე უარის აქტი/დოკუმენტი) პერსონალური მონაცემე
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი