განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ დევნილთა (დევნილ პირთა და დევნილი ოჯახების ცალ-ცალკე) სტატისტიკა, მათი ყოველთვიური შემოსავლების მიხედვით;
2
2016-2021 წლებში (ცალ-ცალკე) დევნილი ოჯახების მიერ იპოთეკური სესხის დაფარვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის შემდეგ, დარჩენილი სასესხო ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ მათ შორის რამდენმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული ვალდებულებების დაფარვა.
3
2016-2021 წლებში (ცალ-ცალკე) ქალაქ თბილისში თანადაფინანსებით ბინის შესყიდვის პროექტების ფარგლებში მოსარგებლე დევნილი ოჯახების სტატისტიკური ინფორმაცია მათი შემოსავლების მიხედვით, სახელმწიფოს მიერ გაცემული თანადაფინანსების და დევნილი ოჯახების მიერ დამატებული თანხის (ცალ-ცალკე) ოდენობების მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი