განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
დღეის მდგომარეობით მარაგში არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების რაოდენობა, ვაქცინის დასახელების და მათი ვარგისიანობის ვადების მიხედვით;
2
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინების (მათი დასახელებების მიხედვით) რაოდენობა, რომლებსაც გაუვიდათ ვარგისიანობის ვადა;
3
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში შემოსული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ჩამონათვალი (თითოეული ნაკადის მიხედვით), მიღების თარიღის, ვაქცინის დასახელებების, რაოდენობის, ვარგისიანობის ვადის, მიღების ფორმის (შესყიდვა, ჩუქება და ა.შ.), შესყიდვის შემთხვევაში მათი ღირებულების და დღეის მდგომარეობით მათი ათვისების მითითებით;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი