განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ და „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ პროგრამების ფარგლებში (ცალ-ცალკე) სესხის თანადაფინანსების მოთხოვნით შემოსული და დაკმაყოფილებული განცხადებების რაოდენობა, სასტუმროების და რესტორნების სახეების, სესხის მოცულობების და საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებისთვის გაცემული დაფინასების პროცენტების (დაკმაყოფილებული
2
2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ და „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ პროგრამების ფარგლებში (ცალ-ცალკე) დაფინანსებაზე უარის თქმის შემთხვევების რაოდენობა, უარის მიზეზების მიხედვით.
3
2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) კორონავირუსის პანდემიის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ და „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ პროგრამების ფარგლებში (ცალ-ცალკე) საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებისთვის გაწეული ხარჯები;
4
2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემოსული და დაკმაყოფილებული განცხადებების რაოდენობა, საქმიანობის სახეობების, სესხის მოცულობების და სესხის ძირზე გაცემული საგარანტიო თანხის პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ;
5
2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების ჩამონათვალი;
6
2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევების რაოდენობა და კომერციული ბანკების მიერ ათვისებული საგარანტიო თანხების ოდენობა;
7
2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსში მონაწილეთა და კონკურსში გამარჯვებულთა რაოდენობა, ეკონომიკური საქმიანობის სახეების და გაცემული გრანტის ოდენობის მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი