განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2022 წელს საშტატო თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
2
2022 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
3
2022 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ჩამონათვალი (სარესტორნო მომსახურების შემთხვევაში ღონისძიების დასახელების, ჩატარების დროის და ადგილის მითითებით);
4
2022 წელს საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით; თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელის და გვარის მითითებით) გაცემული საწვავის ოდენობა და ღირებულება თვეების მიხედვით;
5
2022 წელს თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების (შესაბამისი თანამდებობის პირის სახელის და გვარის და ავტომობილის მოდელის მითითებით) მიერ გავლილი კილომეტრაჟი და 100 კილომეტრზე საშუალო წვის მაჩვენებლები;
6
2022 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მერიის თანამშრომლებზე გაცემული სოციალური დახმარებების ჩამონათვალი (სოციალური დახმარების გაცემის თარიღი, მისი მიზნობრიობა და თანხა) თანამდებობის პირების შემთხვევაში სახელის და გვარის მითითებით.
7
2022 წელს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების ჩამონათვალი (ხარჯის მიზნობრიობა და თანხა);
8
2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისთვის და შპს-ებისთვის (ცალ-ცალკე თითოეული იურიდიული პირის მიხედვით) გაცემული დაფინანსების ოდენობა;
9
2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში და შპს-ებში (ცალ-ცალკე თითოეული იურიდიული პირის მიხედვით) დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა და მათ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ოდენობა (საშტატო და შტატგარეშე ცალ-ცალკე);
10
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ საინვესტიციო ვალდებულებებით გასხვისებული ან სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალური ქონების ჩამონათვალი (ქონების მიმღების, ქონების საბაზრო ღირებულების, გასხვისების/სარგებლობით გადაცემის პირობების (თანხა, სარგებლობის ვადა და ა.შ.) და აღებული საინვესტიციო ვალდებულებების მითითებით);
11
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია, როდესაც საინვესტიციო ვალდებულებებით ქონების მიმღებმა პირმა დაარღვია შესაბამისი პირობები, დარღვეული პირობის და მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ზომების მითითებით;
12
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ საინვესტიციო პირობის შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების (მათ შორის პირობის შესრულების ვადის გაგრძელების) შესახებ ინფორმაცია, ძველი და შეცვლილი პირობების მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი