განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) კორონავირუსის პანდემიის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადის შეღავათით (ხელფასის პირველ 750 ლარზე) მოსარგებლე კომპანიების რაოდენობა (იმ დასაქმებულთა რაოდენობის მითითებით რომლებზეც გავრცელდა შეღავათი) ბიზნესის საქმიანობის სექტორების მიხედვით და საშეღავათო საერთო თანხის მითითებით.
2
2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) კორონავირუსის პანდემიის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სხვა საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კომპანიების რაოდენობა და საშეღავათო თანხის საერთო ოდენობა, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების სახეების და ბიზნესის საქმიანობის სექტორების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი