განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
დღეის მდგომარეობით, ვაქცინაციის სტატისტიკა რეგიონების, ასაკობრივი ჯგუფების, მიღებული ვაქცინის მწარმოებლის და მიღებული დოზის რაოდენობის მიხედვით (ერთჯერადად აცრილი და ორჯერადად აცრილი ჯგუფების ცალ-ცალკე გამოყოფით;
2
booking.moh.gov.ge-ის მეშვეობითა და ცხელი ხაზით (ცალ-ცალკე) ვაქციანაციაზე რეგისტრირებულთა სტატისტიკა რეგიონებისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
3
2020 წელს და 2021 წლის I კვარტალში (ცალ-ცალკე) კორონავირუსის ტესტების (PCR და სწრაფი ტესტი ცალ-ცალკე) შესყიდვაზე გაწეული ხარჯების ჩამონათვალი, ტესტების რაოდენობის, მომწოდებელი კომპანიის და შესყიდვის თარიღის მითითებით;
4
2020 წელს და 2021 წლის I კვარტალში (ცალ-ცალკე) პანდემიასთან საბრძოლველად საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებების (სესხი და გრანტი ცალ-ცალკე) ფარგლებში, გაწეული ხარჯების ჩამონათვალი (ხარჯის ოდენობა და მიზნობრიობა).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი