განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წელს და 2021 წლის I კვარტალში (ცალ-ცალკე) კორონავირუსის ტესტების (PCR და სწრაფი ტესტი ცალ-ცალკე) შესყიდვაზე გაწეული ხარჯების ჩამონათვალი, ტესტების რაოდენობის, მომწოდებელი კომპანიის და შესყიდვის თარიღის მითითებით;
2
2020 წელს და 2021 წლის I კვარტალში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების ჩამონათვალი, სამედიცინო დაწესებულებების და პაციენტების რაოდენობის მითითებით;
3
2020 წელს და 2021 წლის I კვარტალში (ცალ-ცალკე) კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების ჩამონათვალი, შესყიდული საშუალებების ოდენობის, მომწოდებელი კომპანიის და შესყიდვის თარიღის მითითებით;
4
2020 წელს და 2021 წლის I კვარტალში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაწეული ხარჯები, განხორციელებული სამუშაოების და სამედიცინო დაწესებულებების მითითებით;
5
2020 წელს და 2021 წლის I კვარტალში (ცალ-ცალკე) პანდემიის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებების (სესხი და გრანტი ცალ-ცალკე) ფარგლებში, გაწეული ხარჯების ჩამონათვალი (ხარჯის ოდენობა და მიზნობრიობა);
6
„საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №67 განკარგულებით გათვალისწინებული “მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია” კომპონენტის ფარგლებში შესყიდული თითოეული მომსახურების/პროდუქტის, მიმწოდებლის/დამზადების კომპანიისა და განთავსების ადგილის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი ხარჯის მითითებით;
7
booking.moh.gov.ge-ის მეშვეობითა და ცხელი ხაზით (ცალ-ცალკე) ვაქციანაციაზე რეგისტრირებულთა სტატისტიკა რეგიონებისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით;
8
2020 წელს და 2021 წელს (ცალ-ცალკე) მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც შევსებული ქონდა განაცხადი სამსახურის დაკარგვის ან უხელფასო შვებულებაში გაშვების გამო თვეში 200 ლარიანი დახმარების მიღების თხოვნით. მათ შორის რამდენს არ დაუკმაყოფილდა განაცხადი უარის თქმის მიზეზების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი