განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
დღეის მდგომარეობით მოქმედი სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი და თითოეული მათგანის ფუნქციების აღწერა;
2
მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული ყველა მოქმედი სტრატეგიის ჩამონათვალი;
3
მერიის ყველა მოქმედი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
4
ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალი, რომელთა დასაკავებლად მერიაში გამოცხადდა ბოლო სამი კონკურსი, კონკურსის ჩატარების თარიღის მითითებით;
5
დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული და/ან მმართველობაში მყოფი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების და მათი ხელმძღვანელების (სახელი, გვარი) ჩამონათვალი.
6
2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და/ან მმართველობაში მყოფ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ჩატარებული აუდიტების (სახელმწიფო, შიდა, გარე) ჩამონათვალი;
7
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში და სხვა ნებისმიერი დღეის მდგომარეობით მოქმედი მუნიციპალიტეტის ყველა მომსახურების (სერვისის) ჩამონათვალი.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი