განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
დღეის მდგომარეობით იმ პირთა საერთო რაოდენობა, რომლებთაც 21:00 საათიდან 05:00 შუალედში გააჩნიათ საჯარო სივრცეში ყოფნისა და გადაადგილების უფლება. (სახელდობრ, იმ პირთა საერთო რაოდენობა, რომლებზეც არ ვრცელდება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-2 მუხლის 61 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა).
2
2020 წლის 26 ნოემბრიდან დღემდე [დღეების, კვირეების ან/და თვეების მიხედვით] იმ პირთა საერთო რაოდენობა, რომლებსაც 21:00 საათიდან 05:00 შუალედში გააჩნიათ საჯარო სივრცეში ყოფნისა და გადაადგილების უფლება. (სახელდობრ, იმ პირთა საერთო რაოდენობა, რომლებზეც არ ვრცელდება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-2 მუხლის 61 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა). შენიშვნა: ა) მოთხოვნა არ შეეხება განსაკუთრებული ან/და წინასწ
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი