განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;
2
2020 წელს რეგულირების საფასურის სახით და რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობიდან კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული შემოსავალი;
3
2020 წელს კომუნიკაციების კომისიის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურების ხარჯები სტრუქტურული ერთეულების მიხედვით;
4
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა რაოდენობა სტრუქტურული ერთეულების მიხედვით 2018, 2019, 2020 (ცალ-ცალკე) და 2021 წლის აპრილის მდგომარეობით;
5
2020 წელს კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით გაწეული ხარჯები (მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტისა და ა(ა)იპ მედიააკადემიის ხარჯების ცალ-ცალკე გამოყოფით);
6
ა(ა)აიპ მედიააკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;
7
იმ სამართლებრივი დოკუმენტის ასლი, რომელიც განსაზღვრავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სარეზერვო ფონდის შედგენის წესს, ასეთის არსებობის შემთხვევაში (შესაბამისი მუხლების მითითებით).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი