განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემთხვევათა რაოდენობა და მათ შორის, რამდენი პირის მიმართ განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, რამდენ პირს ეცნობა, რომ მათ მიმართ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება;
2
ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შედეგად, რამდენი პირი იქნა დაკავებული, რამდენ პირს წარედგინა ბრალი და რამდენ საქმეზე გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი (თუ სტატისტიკა არ წარმოებს მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ სტატისტიკური მონაცემები იმ ფორმით, რა ფორმითაც აწარმოებთ).
3
რამდენ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შეწყვეტის, შედეგების გაუქმების და მის შედეგად მოპოვებული მასალის/ინფორმაციის განადგურების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი