განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირთა სია, რომლებმაც დაარღვიეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი;
2
საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირთა საერთო რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი;
3
იურიდიული პირების სია, რომლებიც ახორციელებენ ან განახორციელეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკრძალული საქმიანობა შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ნებართვის გარეშე.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი