განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2021 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტში და 2020, 2019 წლების ბიუჯეტებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებული არის თუ არა შესაბამისი პროგრამა (გარდა სამოქალაქო (მონაწილეობითი) ბიუჯეტისა);
2
2020 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე მუნიციპალიტეტის დასახლების საზღვრების დადგენის ან შეცვლის თაობაზე გამართული შეხვედრების ოქმები.
3
2020 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად მერისთვის გადაგზავნილი პეტიცია და მისი განხილვის შედეგები.
4
2020 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების საჯარო განხილვის ოქმები (ბიუჯეტი, განაშენიანების გეგმა, ქონების განკარგვის საკითხები, ინფრასტრუქტურული საკითხები და სხვა)
5
2020 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე, გამოცემული ინდივიდუალური კანონქვემდებარე აქტები ან/და ოქმები, სადაც დასტურდება მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოქალაქეთა დამატებითი მონაწილოების ფორმის გამოყენება. იგულისხმება კანონით გათვალისწინებული ფორმების (საერთო კრება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, პეტიცია, საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა, ანგარიშების საჯარო მოსმენა, ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება) გარდა, მუნიციპალიტეტის აქტით დადგენილი დამატებითი ფორმების პრაქტიკაში გამო
6
2020 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ (კამპანიის/ღონისძიების დასახელება, მიზანი, მიმდინარეობის დრო);
7
მუნიციპალიტეტის მერის, 2020 წლის, გაწეული სამუშაოს შესახებ წარდგენილი ანგარიშის წერილობითი ვერსია.
8
მუნიციპალიტეტის მერის, 2020 წლის, გაწეული სამუშაოს შესახებ წარდგენილი ანგარიშის საჯარო მოსმენის სხდომის ოქმები.
9
მუნიციპალიტეტის მერის, 2020 წლის, ანგარიშის საჯარო მოსმენის გამართვის წინასწარი ინფორმირების დამადასტურებელი ბმულები, ნიუსები, საინფორმაციო რესურსების მითითებით.
10
2020 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი საინფორმაციო საშუალებები და პერიოდულობა (SMS, ვებგვერდი, გაზეთი, ტელევიზია, რადიო, Facebook და ა.შ.)
11
მერის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (კოდიფიცირებული), რომელიც განსაზღვრავს მონაწილეობითი ბიუჯეტის (სამოქალაქო ბიუჯეტის) განხორციელების წესს.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი