განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2019-2020 წლებში (ცალ-ცალკე) სპორტული ფედერაციებისათვის გადარიცხული თანხების ჩამონათვალი, თანხის გადარიცხვის მიზნის, თარიღის და თანხის მიმღები სპორტული ფედერაციის სახელწოდების მითითებით; (გთხოვთ, თითოეული გადარიცხვის შემთხვევაში მიუთითოთ ფედერაციის მიერ უკან დაბუნებული თანხის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2
2019-2020 წლებში (ცალ-ცალკე) ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დაფინანსების“ ფარგლებში, თითოეულ სახეობაში სპორტული კლუბის მიხედვით დაფინანსებულ ბენეფიციართა და მათთვის გადარიცხული თანხების ოდენობა.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი