განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოში მოქმედი რამდენი საჯარო სკოლის დირექტორს გაუვიდა თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ?
2
მითითებული დირექტორთაგან რამდენმა მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილების გაგრძელების ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის მოთხოვნით?
3
მეორე პუნქტში მითითებული განცხადებებიდან რამდენ შემთხვევაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო რამდენ შემთხვევაში იქნა მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება?
4
რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა სამინისტრო დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას?
5
გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა დირექტორებს არ გაუგრძელდათ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ან რომელთა მიმართ არ იქნა დაკმაყოფილებული განცხადება დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი