განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
პირთა საერთო რაოდენობა, რომლებთაც 21:00 საათიდან 05:00 შუალედში გააჩნიათ საჯარო სივრცეში ყოფნისა და გადაადგილების უფლება, კერძოდ: ა) პირთა საერთო რაოდენობა; ბ) პირთა საერთო რაოდენობა ჩაშლილი კატეგორიებად დამსაქმებლის მიხედვით (ანუ იმ დაწესებულების/ორგანიზაციის მიხედვით, რომლის მოთხოვნითაც შესაბამის პირს მიენიჭა გადაადგილების უფლება კომენდანტის საათის პერიოდში; შენიშვნა: მოთხოვნა არ შეეხება ერთჯერადად, განსაკუთრებული ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე გაცემულ დროებით
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი