განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელ დადებული პირის მიერ ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევების ჯამური რაოდენობა. (ჩაშლილი პირის სამართლებრივი სტატუსის მიხედვით ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე / იურიდიული პირი).
2
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის თაობაზე დაწყებული გამოძიების შემთხვევები შემდეგი ჩაშლით (რამდენ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რამდენ მათგანზე შეწყდა გამოძიება და რამდენ ფაქტზე მიმდინარეობს ამჟამად გამოძიება).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი