განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წლის დეკემბერში საჩხერის ცხელების ცენტრში კოვიდ დადასტურებული პირებისთვის, რომლებიც გამოკვლევების ჩატარების დროისათვის დაავადებულნი იყვნენ კორონავირუსით, ოჯახის ექიმისა და ცხელების ცენტრის ექიმების მიერ დანიშნული გამოკვლევების, ანალიზების და ყველა სხვა საჭირო სამედიცინო პროცედურის ჩამონათვალი, რომელიც ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ და მათი ჩატარება კოვიდ-პაციენტებისთვის, ვირუსის მკურნალობის მიზნებისთვის იყო უფასო.
2
2020 წლის დეკემბერში საჩხერის ცხელების ცენტრში, კოვიდ დადასტურებულ პირებისთვის, რომლებიც გამოკვლევების ჩატარების დროისათვის დაავადებულნი იყვნენ კორონავირუსით, ოჯახის ექიმისა და ცხელების ცენტრის ექიმების მიერ დანიშნული კუაგულოგრამა, ისეთი დამატებითი გამოკვლევები, როგორიცაა C-რეაქტიული და D-დედიმერი ფინანსდებოდა თუ არა სახელმწიფოს მიერ და ასეთი პაციენტებისთვის იყო თუ არა ეს გამოკვლევები უფასო;
3
ზემოთხსენებული ინფორმაციები გთხოვთ, ასევე მოგვაწოდოთ, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სხვა ცხელების ცენტრებთან დაკავშირებითაც.
4
გთხოვთ, ასევე მოგვაწოდოთ ზემოთხსენებული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი