განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
თქვენს უწყებაში, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1991 წლიდან - დღემდე) შექმნილი საარქივო მასალის შესახებ ინფორმაცია, მათი ტიპების ან/და სახეობების მითითებით და მასალის მოცულობა (რაოდენობა).
2
თქვენს უწყებაში საარქივო მასალის აღწერის, კლასიფიცირების, კატალოგიზაციის, გასაჯაროებისა და მათზე დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომობასთან, ეროვნული არქივის ფონდებში საარქივო მასალის გადაცემასთან და ვადების განსაზღვრასთან დაკავშირებით არსებული მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების ასლები (ბრძანებები, შინაგანაწესი და ა.შ.).
3
საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1991 წლიდან - დღემდე) თქვენი უწყებიდან ეროვნულ არქივისთვის გადაცემული მასალის მოცულობა (რაოდენობა), ტიპები (სახეობები) და მათი კიდური თარიღები.
4
ეროვნულ არქივთან, საარქივო მასალის გადაცემასთან დაკავშირებით, არსებული მიმოწერის (მათ შორის ელექტრონული) ასლები.
5
ახდენს თუ არა თქვენი უწყება საარქივო მასალის ელექტრონულ კატალოგიზაციას და რა ტიპის ინფორმაციები შედის ელექტრონულ კატალოგში? (მაგ: კიდური თარიღები, გვერდების რაოდენობა, საქმის სათაური, გეოგრაფიული და პირთა საძიებელი, მოკლე შინაარსი და ა.შ.)
6
დაიშვებიან თუ არა თქვენს უწყებაში არსებულ მასალაზე სამუშაოდ მკვლევრები? არსებობს თუ არა აღნიშნულისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა - სამკითხველო დარბაზი, სადაც მკვლევარს შეიძლება მიეწოდოს დოკუმენტი ფიზიკური ფორმით ან მისი ციფრული ასლი? არსებობს თუ არა თქვენი უწყების საარქივო მასალების საძიებო სისტემა, რომლითაც მკითხველს შეუძლია ინფორმაციაზე წვდომა?
7
თქვენი უწყების მიერ შემუშავებული, ელექტრონულად შექმნილი და გამოქვეყნებული დოკუმენტების და სხვა მასალის (ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, აქტივობები სოციალურ ქსელებში და ა.შ.) არქივირების პოლიტიკის დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი