განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც “მწვანე სკოლას” პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
2
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში გამოვლენილი პერსონალურ მონაცემთა დარღვევის შესაძლო ფაქტის შესახებ სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტისთვის გაგზავნილი მიმართვების სტატისტიკა;
3
სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მუშაობის წესს (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ინდ. აქტი);
4
სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა მიმართ 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით დისციპლინური წარმოების შესახებ სტატისტიკა;
5
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დისციპლინური წარმოების მასალები დაშტრიხული სახით. ასევე, დისციპლინური გადაცდომის შესახებ საბოლოო შედეგები დეპერსონიზებული სახით (მათ შორის იმ საქმის მასალები, რომელზეც არ დადგინდა გადაცდომა);
6
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბათუმის ოფისში დასაქმებული (ასევე, მიმდინარე წლის პერიოდში შესავსები კონკრეტული თანამდებობის ვაკანტური ადგილების რაოდენობა) პირების ნუსხა თითოეული თანამდებობის სახელწოდებისა და დასაქმებულ პირთა რაოდენობის მითითებით (ხელმძღვანელი პირების, გამომძიებლების, ოპერატიული მუშაკებისა და სხვა);
7
ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბათუმის ოფისისათვის გამოყოფილი ავტომობილების რაოდენობის შესახებ (ან რამდენის გამოყოფა იგეგმება (ავტომობილის გადაცემის სავარაუდო თარიღის მითითებით)).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი