განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ის საკანონდებლო ან/და კანონქვემდებარე შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში), რომელიც არეგულირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში, სსიპ-ებში (მათ შორის, 112), საქვეუწყებო დაწესებულებაში ან/და შსს-ს ქვედანაყოფებში (მათ შორის, დროებითი მოთავსების იზოლატორსა და გენერალურ ინსპექციაში) შსს-ს თანამშრომელთა მიერ, სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე დანაშაულზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დანაშაულის შესაბამისი ორგანოსთვის შეტყობინების წესებს ან/და პროცედურებს. ასევ
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი