განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ის შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში), რომელიც არეგულირებს პენიტენციურ დაწესებულებებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის შესახებ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიერ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის შეტყობინების გაგზავნის პროცედურებს (შეტყობინების გაგზავნის ვადას, ფორმას და აშ.);
2
პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე საქმეებზე სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისას შეტყობინებას პრაქტიკაში რა წესით და რა ფორმით ახორციელებენ.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი