განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
“მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 56¹-ე და 56²-ე მუხლების საფუძვლით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული საჩივრების, კორესპოდენციისა და ამავე მუხლების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლები.
2
“მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 56¹-ე და 56²-ე მუხლების საფუძვლით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიერ საკუთარი ინიციატივით დაწყებული განხილვების სამსახურებრივი ბარათებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების ასლები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი