განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
იმ სუბიექტების ჩამონათვალი, რომელთაც უკვე დანერგეს აღნიშნული ტიპის სისტემა/მოდელი, თითოეული სისტემის/მოდელის დასახელების, დანიშნულებისა და ფუნქციის მითითებით;
2
სუბიექტების მიერ უკვე დანერგილი ცალკეული სისტემის/მოდელის ზოგადი აღწერილობა;
3
ბრძანებით განსაზღვრული რისკების მართვის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მოდელების გამომყენებელი სუბიექტების მიერ გატარებული ღონისძიებების აღწერა/ჩამონათვალი;
4
სუბიექტებსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დანერგილ სისტემებთან/მოდელებთან დაკავშირებით არსებული მიმოწერა/კორესპონდენცია (როგორც ელექტრონული ისე ფოსტით/წერილობითი);
5
ბრძანების მე-10 მუხლის მიხედვით, იმ მოდელების ჩამონათვალი (თითოეული მოდელის გამომყენებელი სუბიექტის მითითებით), რომლებსაც საზედამხედველო მოდელის სტატუსი მიენიჭათ;
6
ეროვნული ბანკის მიერ, საზედამხედველო მოდელის გამოყენებაზე გაცემული თანხმობების რაოდენობა, მოდელებისა და მოდელის გამომყენებელი სუბიექტების მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი