განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ “Emotions are Georgia” პროექტის (კამპანიის) ფარგლებში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის სისტემის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
1
სისტემის შესყიდვის, დანერგვისა და შენახვის ხარჯები (ცალ-ცალკე), მისი მომწოდებელის და მის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს/პირის მითითებით;
2
სისტემის ზოგადი აღწერილობა. ანუ რომელ პარამეტრებზე დაყრდნობით, რა ტიპის მონაცემებს ამუშავებს შესაბამისი ალგორითმი და როგორ ხდება უწყების მიერ მიერ მიღებული შედეგების გამოყენება;
3
მომხმარებლის სახელმძღვანელო, აგრეთვე ტექნიკური სახელმძღვანელო (ბიზნესპროცესების აღმწერი დოკუმენტაცია) სრულად ან ის ნაწილი, რომელიც გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის სისტემის გამოყენებას და მისი პროგრამულ/ტექნიკურ აგებულებას შეეხება;
4
სისტემის გამოყენების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;
5
სისტემის ფუნქციონირების პროცესში ეთიკისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტების დაცვის წესები / ინსტრუქცია.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი