განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სისტემის შესყიდვის, დანერგვისა და შენახვის ხარჯები (ცალ-ცალკე), მისი მომწოდებელის და მის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს/პირის მითითებით;
2
იყენებს თუ არა სისტემა ხელოვნურ ინტელექტს. თუ სისტემა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ აღწერა, თუ როგორ იყენებს - კერძოდ, სისტემის ზოგადი აღწერილობა. ანუ რომელ პარამეტრებზე დაყრდნობით, რა ტიპის შედეგს აყენებს შესაბამისი ალგორითმი და როგორ იყენებს დაწესებულება (მომხმარებელი) ალგორითმის მიერ დაყენებულ შედეგს გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
3
სისტემის ფუნქციონირების პროცესში ეთიკისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტების დაცვის წესები / ინსტრუქცია;
4
სისტემის ფუნქციონირების შესახებ ჩატარებული აუდიტის ანგარიში და დასკვნა.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი