განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 დეკემბრის N115 ბრძანებით დამტკიცებული კომისიის დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად 2017-2019 წლებში (ცალ-ცალკე) რამდენი სხდომა იქნა გამართული აღნიშნული კომისიის მიერ;
2
კომისიის საქმიანობის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ა ქვეპუნქტის მიხედვით შეიქმნა თუ არა იმ პირთა რეესტრი რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან;
3
კომისიის საქმიანობის წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2017-2019 წლებში (ცალ-ცალკე) რამდენი პირის შესახებ მონაცემები იქნა შეტანილი რეესტრში, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან;
4
4) კომისიის საქმიანობის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის მიხედვით დაიწყო თუ არა ინფორმაციის შეგროვება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ტოტალიტალური ან/და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შ
5
კომისიის საქმიანობის წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად 2017-2019 წლებში (ცალ-ცალკე) რამდენ უფლებამოსილ პირს გაეგზავნა მიმართვა კომუნისტური ტოტალიტალური და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით;
6
არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ, ამ კომისიის 2017, 2018 და 2019 წლების საქმიანობის ანგარიშები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი